დღეს იტალიაში ზამთრის 25 ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართება

დღეს იტალიაში ზამთრის 25 ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

 

თამაშებზე მედლების არაოფიციალური ჩათვლის ლიდერი ნორვეგიის ნაკრები გახდა, საქართველომ კი ზამთრის ოლიმპიადებზე ისტორიაში პირველად მოიპოვა მედალი. ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ვერცხლის მფლობელები გახდნენ.