რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

 

ისინი ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება.

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ლოგისტიკური კომპანიების ნაწილი გაჩერდება, დილერების უმეტესობა კი უმუშევარი დარჩება.

 

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

 

გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება პირველ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად.