ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც, რვა ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტობუსი გზისპირა ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი თხრილში გადავარდა და გადაბრუნდა.
ანტალიის გუბერნატორმა, ჰულუში შაჰინმა განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
შაჰინმა არ დააკონკრეტა, არიან თუ არა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე მოსახვევთან მიახლოებისას ძლიერი ნისლისა და სველი გზის საფარის გამო ვერ დაიმორჩილა.









