ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ახალშობილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ამავე კლინიკაშია მოთავსებული დედაც.









