გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა. მკვლელობა დღეს, გარდაბანში მდებარე ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოხდა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი მაღაზიაში ავეჯის საყიდლად შევიდა, ისინი ვერ შეთანხმდნენ, რომელი კარადა ეყიდათ, რის გამოც კონფლიქტი დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ამ დროს მამაკაცმა ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა და აღიარებითი ჩვენება მისცა