გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.
ცნობილია, რომ მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამმა კი ვერ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების,სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები