საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა.
დადგენულება, რომელსაც პრემიერი მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება.
შესაბამისი დადგენილების დადგენილება 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
დადგენილება განსაზღვრავს შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს; შრომითი საქმიანობის უფლებას; შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს; შრომითი საქმიანობის უფლების გასაცემად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაციას; შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცედურებს; ასევე, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძვლებს; ასევე, განისაზღვრება შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვაზე მონიტორინგი და კონტროლი.
დადგენილებით განსაზღვრულია, იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.
“ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ დანართით განისაზღვრება იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც კალენდარული წლის განმალობაში შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა ამავე დანართის მე-2 პუნქტში განსაზღვრული კვოტების ოდენობის შესაბამისად.
წლიურიკვოტებიწესდებაშემდეგპროფესიებსადაშრომით/სამეწარმეოსაქმიანობებზე:
ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;
ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;
გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;
დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.
ამდანართისმე-2 პუნქტითგათვალისწინებულიკვოტებიარვრცელდებაამწესისმე-5 მუხლისპირველიპუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითგათვალისწინებულშემთხვევებზე”, – ნათქვამიადოკუმენტში.