საფრანგეთის პოლიციამ ილონ მასკის სოციალური მედიის ქსელ X-ის ოფისებში რეიდი ჩაატარა, ილონ მასკი კი დაკითხვაზე დაიბარა

საფრანგეთის პოლიციამ ილონ მასკის სოციალური მედიის ქსელ X-ის ოფისებში რეიდი ჩაატარა, ილონ მასკი კი დაკითხვაზე დაიბარა ,ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

პარიზის პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა 2025 წლის იანვარში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. გამოძიება X-ის მიერ ალგორითმების სავარაუდო ბოროტად გამოყენებასა და მონაცემების თაღლითურად მოპოვებას უკავშირდება.

 

მედიის ინფორმაციით, ილონ მასკი და X-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო დაკითხვაზე 20 აპრილს უნდა გამოცხადდნენ.