x
საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს დაზიანება მიაყენა, ხოლო ადგილზე მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში და დაემუქრა მათ.