10 თებერვალს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, სამტრედო, პატარა დარბაზი, ჭაპალა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, წინუბანი, ბროწეულა, დიდი ლილო, ნასაგური და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.