19 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 თებერვალს 11:00-
დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
მარნეულში სამედ ვურგუნის, ერეკლე მეორის, რასულზადეს, ხალილოვის და
მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში
აღმაშენებლის, სულხან საბას, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე
სოფლებში ჭაპალა, აკაურთა, სამტრედო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან
18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში
ახალსოფელი, მარტყოფი, თელეთი, სააკაძე, ნასაგური და მიმდებარე
სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მანგლისში თეთრიწყაროს,
რუსთაველის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-დან 19:00 საათამდე
აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კიზილაჯლო, ბახჩალარი,
ორმაშენი, იფნარი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების
თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.