20 თებერვალს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს 02:00-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თბილისის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, გორის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 10:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, გიორგაძის, ჯავახიშვილის, ბარნოვის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში თამარისი, ქოლაგირი, ფარიზი, შახტოსტროი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელბში წინუბანი, ნორიო, ტელეთი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, მაშავერა, ჯავახი, ვარდისუბანი, ტნუსი და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ტეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასურეთი, ენაგეთი, შავსაყდარი, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.