ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს 10:30-დან 11:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, ნორიო, დიდი ლილო, ნასაგური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში ლერმონტოვის, სვერდლოვის, რუსთაველის, სულხან-საბას და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩხიკვთა, მაწევანი, ჯორჯიაშვილი, დაღეთი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 12:02 საათამდე და 13:58-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, ბელიაშვილის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხატისოფელი, ფოლადაური, ვანათი, ჭაპალა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









