ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 თებერვალს 10:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მესხიშვილის, მეგობრობის, თოდრიას, გიორგაძის, კახეთის, ჩაპაევის და მიმდებარე ქუცებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:30-დან 12:30 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში გუდიაშვილის, 26 მაისის, გოგოლის, ლაღიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში საცხენისი, მარტყოფი, მუხროვანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაშლოვანი, ბორბალო, ერტისი და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, ვახტანგისი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









