4 თებერვალს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თებერვალს 02:00-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში შარტავას, ლომოურის, მესხიშვილის, მეგობრობის, ლეონიძის, ტაშკენტის ქუჩებზე, მე-15, მე-16, მე-7, მე-7ა, მე-14 მიკრორაიონებში. 14:00-დან 15:30 საათამდე – აბონენტებს რუსთავში თოდრიას, მარჯანიშვილის, ლესელიძის, დადიანის, კიკვიძის, თავგორაშვილის, სანაპიროს, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:30-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, 9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოს, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ახალგაზრდული პარკის მ/ტ.

11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში სართიჭალა, ვარკეთილის მეურნეობა, მუღანლო, თელეთი, ფონიჭალა, გამარჯვება. 13:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, გორკის, ნიზამის, გამარჯვების, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ყარაჯალარი, კარათაკლია, აღთაკლია, გაჩიანი, ფონიჭალა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, თაყაიშვილის, გიორგაძის, ერეკლე მეორეს, მაზნიაშვილის, აბდულა შაიგის, დიმიტროვის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 11:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში დაშთაფა, წითელი სოფელი, ყულარი, მარადისი, შულავერი, იმირი, კასუმლო, ბუდიონოვკა და მიმდებარე სოფლებში. 11:30-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ქვემო სარალი, ალექსეევკა, მარეთი, სეიდგოჯალო, ზემო სარალი. 12:00-დან 12:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში შულავერი, ბუდიონოვკა, ნახალოვკა, ფოში, ოფრეთი. 12:30-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში შაუმიანი, ხიხანი. 13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მარადისი, ყულარი, წითელი სოფელი, შულავერი, კირიხლო და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 11:10 საათამდე და 11:30-დან 11:40 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ორბეთი, დიდი თონეთი, მანგლისი, პანტიანი, ახალსოფელი, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 11:10 საათამდე და 11:30-დან 11:40 საათამდე – აბონენტებს წალკაში და წალკის რაიონის სოფლებში ბეშთაშენი, განთიადი, სამება, ხაჩკოვი, არ-სარვანი, დაშბაში, ახალშენი მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

15:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში 21-ე, მე-20, მე-19 მიკრორაიონებში, აღმაშენებლის გამზირზე.