ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 თებერვალს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯორჯიაშვილი, ასურეთი, კოდა, ქოსალარი, მუხათი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში გუდიაშვილის, ქობულეთის, გოგოლის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.