6 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

 

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 თებერვალს 11:00-დან 11:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათმდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, ქუთაისის, კინოთეატრ რუსთაველის და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მამიშლო, ამამლო, საფარლო, ქვემო ოროზმანი, ბაზაქლო და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, ყუდრო, კუდრო, ბალახაური და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში სვერდლოვის, გურბანოვას, თბილისის, რუსთაველის, სულხა-საბას და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.