საფრანგეთის პოლიციამ ილონ მასკის სოციალური მედიის ქსელ X-ის ოფისებში რეიდი ჩაატარა, ილონ მასკი კი დაკითხვაზე დაიბარა ,ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პარიზის პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა 2025 წლის იანვარში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. გამოძიება X-ის მიერ ალგორითმების სავარაუდო ბოროტად გამოყენებასა და მონაცემების თაღლითურად მოპოვებას უკავშირდება.
მედიის ინფორმაციით, ილონ მასკი და X-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო დაკითხვაზე 20 აპრილს უნდა გამოცხადდნენ.









