დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანული დრონი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ავიაკომპანია Emirates-მა განაცხადა, რომ ფრენები დროებით შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით მუშაობის განახლების შესახებ გამოაცხადა.
„Emirates-ი სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.









