დუშეთში, 42 წლის მიშო ჩოხელის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც AMBEBI.GE-სთან ადგილობრივი ჰყვება, მოკლული და ბრალდებულები მეგობრები იყვნენ, თუმცა, რას უკავშირდება მკვლელობა, რომელიც მოკლულის მეუღლის თვალწინ მოხდა, უცნობია.
ადგილობრივის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ჩოხელი მძინარე მდგომარეობაში ჩაცხრილეს.
„მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან – აკო
გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება, ვერ გეტყვით. ოჯახი არაფერს ლაპარაკობს. ვიცით ის, რომ მიშა ჩოხელი სოფელ საშაბუროში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. მას მკვლელები შუაღამით დაადგნენ თავზე და მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ. მიშა 40-ს გადაცილებულია და ძალიან აქებენ, უაღრესად პოზიტიური პიროვნება იყო. გოგოლაური ახალი გამოსულია ციხიდან, ადრეც მკვლელობისთვისაა ნასამართლევი, უსაზიზღრესი პიროვნება. წარმოდგენა არავის აქვს, რისი გულისთვის გაიმეტეს მიშა”, – აცხადებს ადგილობრივი.
ცნობისთვის, დუშეთში, მიშო ჩოხელის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.