თეირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში 60 თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 57 ადამიანი დაიღუპა

თეირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში 60 თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 57 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (IRNA) თეირანის პროვინციის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა.

თეირანიდან გავრცელებული ინფორმაციით, კვირა დილით ქალაქის რამდენიმე უბანში აფეთქებები მოხდა. სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტოები, სადაც თეირანის რამდენიმე უბნიდან ამომავალი კვამლის ღრუბლები ჩანს.