ირანის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მედიამ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებს და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხამენეის „მოწამეობრივი სიკვდილი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში აჯანყების დასაწყისი იქნება“.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია შაბათს დილით თავდასხმისას დედაქალაქ თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყანაში 40-დღიანი საზოგადოებრივი გლოვა გამოცხადდა