ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე საჰაერო იერიში განახორციელა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს კვამლის დიდი ღრუბლები, რომელიც ლიბანის დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან ამოდის.
დღეს დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული ფინანსური ფირმის, „ალ-ქარდ ალ-ჰასანის“ ფილიალებს დარტყმას მიაყენებდა.