მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ მათ პრემიერ-მინისტრი შეხვდეთ.
მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერით: „გადაარჩინე სიცოცხლე, გადაარჩინე მომავალი“; „ყოველი დღე არის ბრძოლა სიცოცხლისთვის“; “ყოველი დღე ძვირფასია – სახელმწიფოს უმოქმედობა უდრის დაკარგულ სიცოცხლეს“.









