მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი თითქმის 24%-ით გაიზარდა და ბარელზე 114.74 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 26%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 114.78 დოლარი შეადგინა.

BBC-ი წერს, რომ მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტით ხორციელდება. თუმცა, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია.

რეგიონიდან ენერგომომარაგების მნიშვნელოვანი შეფერხება მთელ მსოფლიოში მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ფასების ზრდის რისკს ქმნის.