ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საშუალება „კოკაინის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა, სხეულზე მალულად განთავსებული დაახლოებით 76 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.