სოფელ ვეჯინში, ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში, ელემენტის გადაყლაპვის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირეწლოვანმა გოგონამ ელემენტი სათამაშოს გამოაძრო და გადაყლაპა.

 

ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, ბავშვი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.