ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ არის მზად ირანზე გამარჯვება გამოაცხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, აშშ-მა ეს ქვეყანა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

 

„არა, მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ამის მიზეზი არ არსებობს“, — განუცხადა ტრამპმა კვირას გამოცემა The Hill-ს Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

„მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ისინი განადგურებულნი არიან. ვფიქრობ, ჩვენ მათ დიდი ზიანი მივაყენეთ“, – განაცხადა მან.

 

„ახლა რომ წამოვიდეთ, მათ აღდგენისთვის 10 წელზე მეტი დასჭირდებათ, თუმცა გამარჯვებას მაინც არ ვაცხადებ“, – დასძინა პრეზიდენტმა.