ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ უმასპინძლა და ანგარიშით 139:87 მოუგო.
მამუკელაშვილის ანგარიშზე 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრაა. მატჩის შემდეგ ის „ტორონტოს“ საკვანძო მოთამაშედ აღიარეს.
ბითაძემ კი მოედანზე 10 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 6 ქულა და 4 მოხსნაა