შვეიცარიაში ავტობუსში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა – პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მგზავრმა თავი დაიწვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა შვეიცარიის ქალაქ კერცერსში მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შესაძლოა, ერთ-ერთმა მგზავრმა საწვავი გადაისხა და თავი დაიწვა.
ავტობუსში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.