ჩინეთი აცხადებს, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერზე, მოჯტაბა ხამენეიზე ნებისმიერ თავდასხმას ეწინააღმდეგება.
„ჩინეთი ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას ნებისმიერი საბაბით და უნდა მოხდეს ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გუო ჯიაკუნმა.
მისი თქმით, ახალი ლიდერის დანიშვნის ნაბიჯი „ირანული მხარის გადაწყვეტილებაა, რომელიც მის კონსტიტუციას ეფუძნება“.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის უზენაეს ლიდერად აითოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს.