17 მარტს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მარტს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნორიო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, ბეშთაშენი, დაშბაში, ახალშენი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, კუდრო, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში; 13:45-დან 18:40 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში სამშვილდე და დაღეთი; 14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, ნორიო, მთისძირი, თელეთი, წინუბანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში მანგლისში 9 ძმის, გორგასლის, კლდიაშვილის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე; 14:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, პატარა თონეთი, ალგეთი, ზირბითი, გოხნარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.