ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მარტყოფი, ახალსოფელი, დიდი ლილო, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახკერპი, ჩანახჩი, ოფრეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.








