1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა.

 

კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

 

9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები.

 

ამასთან, დღეს ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომელსაც 87 წელი შეუსრულდებოდა.