ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მარტს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში კოდა, მუხაი, ერტისი, ბორბალო, ვაშლოვანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შაუმიანი, შულავერი, ხიხანი, გიულბახი და მიმდებარე სოფლებში; 12:45-დან 13:15 საათამდე და 16:03-დან 17:30 საათამდე აბონენტებს მარნეულში კოსტავას, წერეთლის, საიათნოვას, სოვეტსკაიას და მიმდებარე ქუცებზე; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, სტალინის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გიულბახი, ბრდაზორი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.