ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში მერაბ კოსტავას, ტაბიძის, სოვეტსკაიას, საიათნოვას, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაზარლო, ქესალო, ვახტანგისი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 15:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაპანახჩი, ლელაშხა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.