ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ახმეტელის, მაჩაბელილს, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, გამარჯვების, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, ლელაშხა, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში. სარრეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.