ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მარტს 02:00-დან 03:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, მე-15, ლეონიძის, ტაშკენტის, მე-16 და მიმდებარე მიკრორაიონებში არსებული კორპუსების ნაწილს; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნასაგური, სამგორი, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-17, მე-16, მე-18, მე-11 და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფელბში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, კონსტიტუციის, რუხაძის, ოქტომბრის, ვაგზლის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.