CNN-ის შეფასებით, ირანში მიმდინარე ომის შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი – მათ შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო პერსონალი – დაიღუპა, კონფლიქტი კი უკვე მე-14 დღეა გრძელდება.
კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, ირანში 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – განაცხადა ოთხშაბათს ირანის ელჩმა გაეროში.
უფრო ახალი მონაცემებით, რომლებიც აშშ-ში ბაზირებულმა „ადამიანის უფლებათა დამცველთა საინფორმაციო სააგენტომ“ (HRANA) გავრცელა, ეს რიცხვი ბევრად მაღალია.
მათი შეფასებით, დაღუპულია სულ მცირე 1 858 ადამიანი, მათ შორის როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამხედროები.
ირანის ხელისუფლებას ოფიციალური მონაცემები ერთ კვირაზე მეტია არ განუახლებია.