ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს დილით დასავლეთ და ცენტრალურ ირანში სულ მცირე 30 ობიექტი დაბომბეს.
„დარტყმების სამიზნე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტების გამშვები დანადგარები, რეჟიმის სამიზნეები და სამხედრო სამეთაურო ცენტრები იყო“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე დარტყმების მეორე ტალღა განახორციელეს.









