ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან, სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით, 15:00 საათზე გამოასვენებენ.