საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი მედალი მოიპოვა და შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი – ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს – მედალი მოიპოვა; შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

 

კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა პირველად მოიპოვეს ოთხი ოქროს მედალი და ისტორიაში პირველად საქართველოს ოთხი ევროპის ჩემპიონი ჰყავს. ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100) იზეიმეს. ვერცხლის მედლები გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორი კი ილია სულამანიძე (-100 კგ) გახდა.

 

კონტინენტის პირველობა 16 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში 46 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა, ასპარეზობა პირველად 2009 წელს ჩატარდა