თბილისში, 23 წლის ბიჭი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, 23 წლის ბიჭი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრია და ის ბოლო წლებში, თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.