10 და 14 აპრილს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 აპრილს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტების ნაწილს გარდაბანში აღმაშენებლის, 9 აპრილის, ვაგზლის, მ.გორკის ქუჩებზე.

14 აპრილს 10:30-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მამიშლო, საფარლო, ანგრევანი, გუგუთი. 10:30-დან 11:30 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, ზემო და ქვემო ოროზმანი, დალარი, მთისძირი, ლოქჯანდარი, გორა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.