ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აპრილს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, კოსტავას, მუსხელიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ბათუმის, მაიაკოვსკის, ოსტროვსკის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დარბაზი, ძველი ქვეშეთი, მუშევანი, ფოცხვერიანი, ხახაალაჯვარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









