23 აპრილს,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სართიჭალა, დიდი ლილო, ნაზარლო, კაპანახჩი, ლელაშხა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალლიტეტის სოფლებში ქესალო, კაპანახჩი, ლელაშხა, ნაზარლო და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიცოპალიტეტის სოფლებში ყულარი, მოლაოღლი, ცოპი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.