ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 აპრილს 00:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნორიო და მარტყოფი; 11:45-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ირაგა, ივანოვკა, ჯიგრაშენი, ჯვარა და მიმდებარე სოფლებში; 12:20-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, გუნიაკალა, სანთა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.