რუსთავის ცაზე თავდაცვის სამინისტროს სამმა თვითმფრინავმა გადაიფრინა

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, საქართველოს ჩემპიონატის წრიულ რბოლაში მე-2 ეტაპის ფარგლებში, საჰაერო შოუ გაიმართა.

​რამდენიმე წუთის წინ რუსთავის ცაზე თავდაცვის სამინისტროს სამმა თვითმფრინავმა გადაიფრინა. აღნიშნული საჰაერო მანევრი ფერადი კვამლით ავტორბოლის მე-2 ეტაპის შოუ-პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა.