ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მომავალი წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახები ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმდებიან

სავარაუდოდ, მომავალი წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახები ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმდებიან.

 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინა წაქაძემ განაცხადა, დიდი ალბათობით, ახალი მეთოდოლოგია ძალაში მომდევნო წლიდან შევა.

 

“ზოგადად, არის რეკომენდაცია, რომ ოჯახების გადამოწმების მეთოდოლოგია 5 წელიწადში ერთხელ განახლებას უნდა დაექვემდებაროს. ბოლო რამდენიმე წლის, 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს მეთოდოლოგია არ განახლებულა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უნდა შევიმუშავეთ განახლებული მეთოდოლოგია, რათა კიდევ უფრო მიზანმიმართულად მივმართოთ სახსრები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არის გათვალისწინებული. დიდი ალბათობით, ეს ახალი მეთოდოლოგია უკვე მომდევნო წლიდან შევა ძალაში. მსოფლიო ბანკი გვეხმარება ამაში ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში”, – განაცხადა წაქაძემ.