ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს 02:00-დან 05:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ახმეტელის, ფალიაშვილის, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, ფოლადაური, სამწვერისი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნში ლესელიძის, ოქტომბრის, ვაჟა-ფშაველას, ჩოლოყაშვილის და მიდებარე ქუჩებზე; 13:20-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოზილ-აჯლო, რეხა, ხანდო, გუმბათი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.